ვების ისტორია

ვების ისტორია ბრიტანელი კომპიუტერულ მეცნიერ Tim Berners-Lee - ისთან იწყება. ის დაიბადა ლონდონში, კომპიუტერული მეცნიერბის ოჯახში. მისი მშობლები მუშაობდნენ ერთ-ერთ ადრეულ კომპიუტერებზე.

Tim Berners-Lee - ს ძალიან უყვარდა მატარებლები და მათი მოდელები, ის იხსენებს რომ მატარებლების სამართავი ელექტრონული მოწყობილობის შექმნის შემდეგ აღმოაჩინა რომ ელექტრონიკამ გაიტაცა. უნივერსიტეტში სწავლისას კი ძველი ტელევიზორის ნაწილებისგან ააწყო კომპიუტერი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის გახდა CERN - ის პროგრამული ინჯინერი. სწორედ აქ იწყება ვების ისტორიაც.

CERN - ში მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ამაჩქარებლის საშუალებით ექსპერიმენტების ჩასატარებლად. თუმცა ტიმმა აღმოაჩინა რომ მათ ძალიან უჭირდათ ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარება. პრობლემა ის იყო რომ კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად, კონკრეტულ კომპიუტერები უნდა გამოგეყენებინა და ხშირად ამ კომპიუტერებზე სხვა და სხვა ტიპის პრორამები გხვდებოდა. შესაბამისად გიწევდა ამ პროგრამების გამოყენების სწავლაც იმისთვის რომ სასურველი ინფორმაცია მიგეღო. გაცილებით მარტივი იყო, შესვენების დროს, პირდაპირ გეკითხა კონკრეტული მეცნიერისთვის იმ ინფორმაციის შესახებ რაც გაინტერესებდა.

ტიმმა მოიფიქრა ინფორმაციის გაცვლის ისეთი გზა რომელიც არა მხოლოდ მეცნიერებს არამედ ყველას გამოადგებოდა. იმ დროისთვის უკვე მილიონობით კომპიუტერი ერთვებოდა სწრაფად მზარდ ინტერნეტში და მიხვდა რომ ამ კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელი იქნბოდა ახლი ტექნოლოგიის hypertext - ის გამოყენებით.

1989 წლის მარტში ტიმმა შეიმუშავა დოკუმენტი რომელის სახელი გახდა "ინფორმაციის მანეჯმენტი: შეთავაზება". შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს მაგრამ მისი შეთავაზება თავიდან არ მიიღეს CERN - ში. მისმა უფროსმა დოკუმენტზე შენიშვნის სახით დატოვა წარწერა "გაურკვეველი მაგრამ საინტერესო/(Vague but exciting)". ვები არასდროს გამხდარა CERN - ის ოფიციალური პროექტი მაგრამ ტიმს საშუალება მისცეს ემუშავა ამ პროექტზე 1990 წელს. ამ დროისთვის ის იყენებდა NEXT კომპიუტერს, Steve Jobs - ის ერთ-ერთ ადრეულ პროდუქტს.

1990 წლის ოქტომბრისთვის ტიმმა დაწერა 3 ფუნდამენტური ტექნოლოგიის შესახებ და ეს ტექნოლოგიები დღემდე რჩება თანამედროვე ვების საფუძვლად.

  • HTML: HyperText Makrup Language. მარქაფის(ფორმატირების) ენა ვებისთვის.

  • URI: Uniform Resource Identifier. ერთგვარი "მისამართი" რომელიც უნიკალურია და ემსახურება თითოეული რესურსის იდენტიფიცირებას ვებში. (URL).

  • HTTP: Hypertext Transfer Protocol. საშუალებას გვაძლევს მივიღოთ და გავაგზავნოთ ვებში არსებული HTML დოკუმენტები.

ტიმმა ასევე შექმნა ვებ-გვედების პირველი ედიტორი და ბროუზერი ("WorldWideWeb.app") და პირველი ვებ სერვერი ("httpd"). 1991 წლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყო პირველი ვებ გვერდი და CERN - ს გარეთ მყოფი საზოგადოებაც დაპატიჟეს რომ ამ წამოწყების ნაწილი და კონტრიბუტორები გამხდარიყვნენ.

ამ დროისთვის ვების ირგვლივ შექმნილი ტექნოლოგიები მთლიანად ტიმის ხელში და მისი კონტროლის ქვეშ იყო. თუმცა მას მიზნად დასახული ჰქონდა რომ ეს ტექნოლოგია უნდა ყოფილიყო ყველასთვის, უფასო და ღიად გამოყენებადი. "შეუძლებელია შექმნა უნივერსალური და თავისუფალი გარემო მაშინ როდესაც 1 ადამიანს უჭირავს ხელში ამ გარემოს კონტროლი" ამბობდა ის.

შესაბამისად ტიმმა და პროექტის სხვა გულშემატკივრებმა დაითანხმეს CERN - ის ადმინისტრაცია რომ ვებ ტექნოლოგიებისთვის შექმნილი კოდი ღიად გამოექვეყნებინათ უფასო გამოყენებისთვისაც კი. ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა 1993 წელს და მას მოჰყვა კრეატიულობის, კოლაბორაციისა და ინოვაციის იქამდე არნახული ტალღა. ამ გადაწყვეტილების მიბაძვით სხვა ორანიზაციებმა და კომპანიებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ნამუშევრების ღიად დადება. 2014 წლისთვის უკვე მსოფლიო პოპულაციის 40% იყენებდა ვებს.

1994 წელს ტიმი CERN - იდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში (MIT) გადავიდა World Wide Web კონსორციუმის (W3C) დასაარსებლად. ეს კონსურციუმი გახდა საერთაშორისო საზოგადოება რომლის მთავარი დაზნიშნულებაა ღია ვების სტანდარტების შემუშავება. ტიმი დღემდე რჩება W3C - ის დირექტორად.

ადრეულმა ვების საზოადოება ჩამოაყალიბა და გაავრცელა ისეთი რევოლუციური იდეები რომლებიც დღეს ტექნოლოგიების ნიშასაც სცდება:

  • დეცენტრალიზაცია: არ გჭირდება რაიმე ტიპის ნებართვა იმისთვის რომ ვებზე საკუთარი დოკუმენტები, მასალები და ინფორმაცია გამოაქვეყნო. არ არსებობს ცენტრალური მაკონტროლებელი "სერვერი". შესაბამისად რაიმე ცენტრის კოლაფსი ვერ გამოიწვევს ვების კოლაფსს. არ არსებობს "გამორთვის ღილაკი" - ვებს ვერ გამორთავ.

  • არა-დისკრიმინაციული

  • Bottom-up დიზაინი

  • უნივერსალურობა

  • კონსენსუსი

Last updated